
ლუგანსკში უკრაინულმა ძალებმა „ვაგნერის“ ბაზა გაანადგურეს – გაიდაი
10/06/2022 12:58:22 ევროპა
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგი გაიდაის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსების დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში, კადიევკაში განთავსებული ვაგნერელთა ბაზა გაანადგურეს. „ვაგნერი“ რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფებაა, რომელსაც კრემლი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ამას არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს.
"ამჯერად ვაგნერელთა ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას ზუსტად დაარტყეს. მხოლოდ ერთი რაშისტი გადარჩა," - ამბობს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ბაზა კადიივკას ადგილობრივ სტადიონზე მდებარეობს, რომელიც რუსების მიერ 2014 წლიდან ოკუპირებულია.