Accentnews.ge
სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ეკა კვესიტაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ეკა კვესიტაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

10/06/2022 12:50:49 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზაალ მარუაშვილმა არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სარჩელი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. ამ სარჩელით კვესიტაძემ სასამართლოს 2019 წლის ოქტომბერში მიმართა და ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას. კვესიტაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

სასამართლომ კვესიტაძის სარჩელზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა - სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ეკა კვესიტაძის გათავისუფლება რუსთავი 2-დან და სამაუწყებლო კომპანიას დააკისრა მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა. ამის პარალელურად მოსარჩელეს სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობდა ჟურნალისტის ახლადშექმნილ სამაუწყებლო კომპანიაში („მთავარი არხი“) მუშაობის გაგრძელებას.

პაატა სალიამ ინტერესთა კონფლიქტის არგუმენტით ეკა კვესიტაძე 2019 წლის აგვისტოში სხვა ჟურნალისტებთან ერთად გაათავისუფლა სამსახურიდან - ეს ცვლილებები ტელევიზიაში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მოხდა. საია მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძე,სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად გახდა დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ მისი და სხვა კოლეგების სამაგალითო დასჯა ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსიდან და მისი კრიტიკული ხასიათიდან გამომდინარე.

საიასთვის მიუღებელია სასამართლოს დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება და გეგმავს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S