Accentnews.ge
სტუდენტებმა თსუ-ში რექტორის კაბინეტი დაიკავეს

სტუდენტებმა თსუ-ში რექტორის კაბინეტი დაიკავეს

10/06/2022 12:24:57 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებასა და ფინალური გამოცდების ონლაინ ჩატარებას კვლავ ითხოვენ.

ამ მოთხოვნებით სტუდენტები უნივერსიტეტში საპროტესტო აქციებს მართავენ და რექტორთან შეხვედრა სურთ. ცოტა ხნის წინ სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს და განაცხადეს, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ იქამდე, ვიდრე გიორგი შარვაშიძე მათ არ შეხვდება.

უნივერსიტეტის ეზოში პოლიცია იმყოფება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო, მიზეზად კი ბინების გაძვირებას ასახელებენ.

11 მაისს, განათლების სამინისტრომ თსუ-ს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ ფორმატში დაასრულოს, რის შემდეგაც, თსუ-მ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდებოდა, თუმცა ფინალური გამოცდები აუდიტორიაში ჩატარდებოდა.

ფოტო: „ფორმულა“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S