Accentnews.ge
გერმანიის იუსტიციის მინისტრი: "ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს ქონების კონფისკაცია მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარია და რუსეთიდან არის"

გერმანიის იუსტიციის მინისტრი: "ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს ქონების კონფისკაცია მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარია და რუსეთიდან არის"

10/06/2022 11:54:04 მსოფლიო

გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი რუსი ოლიგარქებისთვის ქონებისა და აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით საუბრობს და მტკიცებულებების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კანონიერი ქვეყნის იმიჯის შენარჩუნება.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს ქონების კონფისკაცია მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარია და რუსეთიდან არის. მაგრამ თუ შესაძლებელია, დავამტკიცოთ, რომ ვინმეს დაეხმარნენ, რომ ჩადენილი იყო ომის დანაშაულები, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი აქტივების დაყადაღება შეგვიძლია. თუმცა ერთი რამ რჩება უმთავრესი: ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფლიქტში შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, როგორც კანონების ქვეყანამ. კრიმინალებსა და იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც საშინელ საქმეებს აკეთებენ, უნდა მოექცნენ სამართლიანად, რადგან სხვაგვარად მოპყრობა საკუთარი იდენტობის დაკარგვას ნიშნავს. ეს ალბათ, იმის ნიშანიც იქნება, რომ ვლადიმერ პუტინმაც მიაღწია პატარა გამარჯვებას", – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S