ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში კონტეინერების იმპორტის მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა – მედია
10/06/2022 11:39:37 მსოფლიო
ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში კონტეინერების იმპორტის მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა,– იუწყება Bloomberg.
მსგავსი შემცირება უმეტესად 3 უმსხვილესი კომპანიის, Maersk-ის, CMA-CGM-ისა და Hapag-Lloyd-ის რუსეთის ბაზრიდან გასვლას უკავშირდება.
არსებული მაჩვენებელი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სანქციების რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ასახავს. კერძოდ, სააგენტო Bloomberg-ის გამოთვლების თანახმად, რუსეთის ეკონომიკა წინა წლის აპრილთან შედარებით, 3%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკური ინსტიტუტის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ეკონომიკა 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 15.1%-ით შემცირდა. კონტრასტისთვის, 2021 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის მშპ 6.1%-ით გაიზარდა.
ასევე, 8 ივნისს მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული უახლესი გლობალური ეკონომიკური პროგნოზების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა დაახლოებით 9%-ით, ხოლო უკრაინის - 45%-ით შემცირდება.


