Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის უწყების წინააღმდეგ პუტინთან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა მტკეთრად გაიზარდა

რუსეთის თავდაცვის უწყების წინააღმდეგ პუტინთან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა მტკეთრად გაიზარდა

10/06/2022 10:44:43 მსოფლიო

2022 წლის ოთხ თვეში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ მიიღო 1,2 მილიონი საჩივარი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, საიდანაც თითქმის 42 000 ეხებოდა უკრაინასთან ომში დაკარგული ნათესავების პოვნის პრობლემებს,– იუწყება გამოცემა "Важные истории".

„2022 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული ყოველი მეოთხე საჩივარი ომს ეხებოდა: თავდაცვის სამინისტროს უფრო მეტად უჩივიან, ვიდრე ბოლო 6 წლის განმავლობაში“,– აღნიშნავს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტთან საჩივრების გაგზავნა ერთადერთი გზა გახდა დაკარგული სამხედროების შესახებ რაიმეს გასარკვევად და ომის გამო უკმაყოფილების გამოსახატავად, რადგან რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, „მოქალაქის დევნა მისი მიმართვის საფუძველზე აკრძალულია“.

გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ საჩივრების უმეტესობა კრემლში 2022 წლის აპრილში შევიდა - თითქმის 624 ათასი, რაც მეტია, ვიდრე წინა სამი თვის ჯამური მაჩვენებელი.

პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკის თქმით, აპრილი გარდამტეხი იყო იმ ადამიანებისთვის, რომელთა ახლობლებიც ომში წავიდნენ და რომელთაც სჯეროდათ ოფიციალური ამბების, რადგან „სიმართლე გამოაშკარავდა“.

„ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა წააგო ომის პირველი ეტაპი - ვერც კიევი, ვერც ჩერნიგოვი და ვერც ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის სხვა დიდი ქალაქები ვერ აითვისეს. რუსული ჯარი იძულებული გახდა, უკან დაეხია და სამხედროებს კომუნიკაცია ჰქონდათ ახლობლებთან“,– აღნიშნავს პოლიტოლოგი.

გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ მარტის ბოლოდან უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო პროპაგანდული მედიასაშუალებებითაც ვრცელდებოდა. ამანაც განაპირობა ის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ საჩივრებმა მკვეთრად იმატა.

თუ 2022 წლამდე მთავარი საკითხი იყო სამხედროების და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობები, პენსიები, სამხედრო დაკრძალვები და საკონტრაქტო სამსახური, ახლა რუსებმა დაიწყეს ჩივილი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო მოსამსახურეების სამუშაოს, პატიმართა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის თაობაზე, გაწვევაზე და კონტრაქტზე, შეიარაღებაზე და ზოგადად, ომის ირგვლივ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S