Accentnews.ge
ხარკოვის გუბერნატორი: "რუსეთმა ვერ შეძლო წინსვლა, მტერი თავდაცვაზეა ორიენტირებული"

ხარკოვის გუბერნატორი: "რუსეთმა ვერ შეძლო წინსვლა, მტერი თავდაცვაზეა ორიენტირებული"

10/06/2022 08:41:38 მსოფლიო

ხარკოვის გუბერნატორი ოლეჰ სინეჰუბოვი აცხადებს, რომ მიუხედავად დაბომბვისა, რუსეთმა ვერ შეძლო წინსვლა.

მისი თქმით, ხარკოვის მიმართულებით მტერი თავდაცვაზეა ორიენტირებული.

"წუხელ მტერმა კვლავ დაატერორა ხარკოვის მოსახლეობა დაბომბვით. დაზიანებულია სახლები, საწყობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები. იწვოდა წიწვოვანი ტყეები. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 15 დაიჭრა. საკონტაქტო ხაზზე მოწინააღმდეგის წინსვლა არ ყოფილა. ხარკოვის მიმართულებით მტერი თავდაცვაზეა ორიენტირებული. ჩვენი დამცველები აგრძელებენ ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებას. უკრაინა გაიმარჯვებს!", – აცხადებს გუბერბანტორი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S