Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა - მარიუპოლი ქოლერის აფეთქების საფრთხის წინაშე დგას

ბრიტანული დაზვერვა - მარიუპოლი ქოლერის აფეთქების საფრთხის წინაშე დგას

10/06/2022 07:08:44 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებზე შეფერხებები გრძელდება.

„ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან ფიქსირდება. სამედიცინო სერვისები მარიუპოლში, სავარაუდოდ, უკვე კოლაფსს უახლოვდება: ქოლერის დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გაამძაფრებს ამას", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

უწყების ცნობით, სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება და ამ დროისთვის ქალაქის უმეტეს ნაწილს რუსეთი აკონტროლებს:

„რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქალაქის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მისმა ძალებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ფართო ტერიტორიის ალყაში მოქცევის მცდელობებში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S