Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს

აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს

10/06/2022 06:24:02 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ შერჩეულმა კომიტეტმა, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებს, პირველი საჯარო მოსმენა გამართა, რომელზეც ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს.

კომიტეტის ცნობით, ტრამპი იმ შეთქმულების ცენტრში იყო, რომლის მიზანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება იყო და რომელიც "გადატრიალების მცდელობით" დასრულდა.

”ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებს, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ შეგახსენოთ რეალობა, რაც მოხდა იმ დღეს”, - განაცხადა კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეა

აღნიშნულ საქმეზე კონგრესში მიმდინარე თვეში სულ ექვსი სხდომის გამართვაა დაგეგმილი.

დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, კომიტეტის წევრებს „პოლიტიკური ბანდიტები“ უწოდა.

2021 წელს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დღეს ექვსი ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S