Accentnews.ge
მერილენდში, ერთ-ერთ ქარხანაში კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა

მერილენდში, ერთ-ერთ ქარხანაში კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა

10/06/2022 06:14:46 მსოფლიო

აშშ–ში, მერილენდის შტატში შეიარაღებულმა კაცმა ქარხანაში თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.

შეიარაღებული პირი 23 წლის იყო. პოლიცია მის ვინაობას არ ასახელებს.

თავდამსხმელიც და მასთან სროლისას დაჭრილი სამართალდამცავიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S