Accentnews.ge
"გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეში, თანდათან წინ მივიწევთ ხარკოვში"

"გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეში, თანდათან წინ მივიწევთ ხარკოვში"

10/06/2022 06:11:36 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა.

მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს გარკვეული პოზიტივი აქვთ ზაპოროჟიეს ოლქში და თანდათან წინ მიიწევენ ხარკოვშიც.

"ფრონტზე სიტუცია არსებითად არ შეცვლილა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის ქალაქები ოკუპანტის მთავარი სამიზნეა. გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლა ხერხდება. თანდათან წინ მივიწევთ ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. თავდაცვას ვინარჩუნებთ მიკოლაევის მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა წყალობითაც ეს შესაძლებელი გახდა, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ გაუძლო ფართომასშტაბიანი ომის 106 დღეს", - ამბობს ზელენსკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S