
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
10/06/2022 06:00:15 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
დაღუპული მებრძოლის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები.
გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან შეტაკებების დროს უკრაინელ მებრძოლებთან ერთად აფეთქდა.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 15 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.