
საქართველოს ნაკრებმა მაკედონია 3:0 დაამარცხა
10/06/2022 05:03:15 საზოგადოება
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მესამე მატჩი გამართა და მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა.
მატჩი ანგარიშით 3:0 დამთავრდა.
თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა სამივე გოლის გატანა მეორე ნახევარში შეძლო - პირველი გოლი ზივზივაძემ, მეორე კვარაცხელიამ, მესამე კი კიტეიშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ უკვე რამდენიმე მოგება დააფიქსირა.