Accentnews.ge
Paris Match: პუტინის ამალა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მალავს

Paris Match: პუტინის ამალა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მალავს

09/06/2022 22:29:08 მსოფლიო

ვლადიმირ პუტინს უცხოურ ვოიაჟებში თან ახლავს სახელმწიფო დაცვის სამსახურის (ФСО) "სპეცთანამშრომელი", რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ექსკრემენტებისა და შარდის შეგროვებაზეა პასუხისმგებელი. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა "Paris Match"-ის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც რუსული გამოცემა «Проект»-ის თანამშრომლის - მიხეილ რუბინის მონაწილეობით მომზადდა.

ჟურნალისტების მონაცემებთ, პუტინის დაცვის ერთ-ერთ წევრს 2017 წლიდან პრეზიდენტის ექსკრემენტები რუსეთში მიაქვს, რათა ისინი "არაკეთილმოსურნეების" მიერ ფარული გზებით ქვეყნის ლიდერის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის დასადგენად არ იქნას გამოყენებული.

მანამდე გამოცემა «Проект»-ი წერდა, რომ 2016-დან 2020 წლამდე პუტინს მგზავრობებისას თან ახლდა მედიკოსთა ჯგუფი, რომელშიც ასაკოვნებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სპეციალისტიც შედიოდა.

არაოფიციალური ინფორმაციები პუტინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ მედიაში წელიწადში მეტია, ჩნდება, თუმცა კრემლი ამას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S