სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ტაძარში სროლის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა
09/06/2022 22:12:50 მსოფლიო
პეტერბურგის პისკარიოვის გამზირზე მდებარე ხარების სახელობის ტაძარში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "ინტერფაქსი" როსგვარდიის ინფორმაციაზე დაყდნობით იუწყება, დაღუპულია თავად თავდამსხმელი, რომელიც ტრავმატული იარაღიდან ისროდა.
პეტერბურღის როსგვარდიის ტელეგრამ-არხში ნათქვამია, რომ მსროლელი 1991 წელს დაბადებული მამაკაცია. 78.ru თავდამსხმელად მრევლის მუდმივ წევრს ასახელებს და იუწყება, რომ აღნიშნული პირი ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. «Фонтанка»-ს ცნობით კი, ჭრილობა მან თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად მიიღო.
გამოცემა «Известия»-ს ინფორმაციით, ტაძარში მსროლელის გარდა, მრევლის ორი წევრი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან.


