Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე

თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე

09/06/2022 14:24:24 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე განმარტავს, რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, დაღუპული მებრძოლების სამშობლოში ჩამოსვენების დროს ადგილზე სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება.

"ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც, რომელიც შეიძლება იყოს ობიექტური. ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით და მიგვაჩია, რომ ეს არ არის ცოტა, აღირეთ ჩვენს თავზე ის, რომ მათ პატივს მივაგებთ. რა თქმა უნდა, ჩამოსვენების დროს ხვდება ჩვენი წამრომადგენელი, ძირთადად გვარდიიდან და ჩვენ ამ საკითხს არა მარტო ჩვენთან, არამედ პარტნიორებთანაც ვაჟღერებთ და ისინი ამისთვის მადლობას გვიხდიან", – განაცხადა მინისტრმა.

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 15 ქართველი დაიღუპა, მათგან ოთხი უკრაინის მოქალაქე იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S