Accentnews.ge
დონეცკის ე.წ. სასამართლომ სიკვდილით დასჯა განუსაზღვრა მოხალისეებს დიდი ბრიტანეთიდან და მაროკოდან

დონეცკის ე.წ. სასამართლომ სიკვდილით დასჯა განუსაზღვრა მოხალისეებს დიდი ბრიტანეთიდან და მაროკოდან

09/06/2022 14:23:42 მსოფლიო

უკრაინის სეპარატისტული რეგიონის დონეცკის ე.წ. სასამართლომ სიკვდილით დასაჯა განუსაზღვრა ბრიტანელ მოხალისეებს – შონ პინერს და ეიდენ ასლინს, ასევე მაროკოელ საადუნ ბრაჰიმს, რომლებიც ბრალდებულნი არიან უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაში,– იტყობინება რუსული პროპაგანდისტული მედია.

„დანაშაულების ერთობლიობიდან გამომდინარე, ასლინ ეიდენს, პინერ შონს და საადუნ ბრაჰიმს უნდა მიესაჯონ სიკვდილით დასჯა“, - ნათქვამია დე ფაქტო სასამართლოს განაჩენში.

ე.წ. სასამართლო პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველა მსჯავრდებული ბრალს აღიარებს ყველა პუნქტში და დასძინა, რომ მათ "განაჩენის" გასაჩივრება შეუძლიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S