Accentnews.ge
მუხთარლი: "ივანიშვილი რუსეთის ერთგული მსახურია, საქართველოდან მისი დავალებით გამიტაცეს"

მუხთარლი: "ივანიშვილი რუსეთის ერთგული მსახურია, საქართველოდან მისი დავალებით გამიტაცეს"

09/06/2022 14:00:55 საზოგადოება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წელს თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ კი აზერბაიჯანში დააკავეს, ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს კრძალავს.

მუხთარლი ამბობს, რომ "ივანიშვილი რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია".

"ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ მოწოდებას შეიცავს. დიდება! ივანიშვილი იყო ქურდი, მექრთამე და კორუფციონერი. ის აყალბებს არჩევნებს, კრძალავს დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოში და ამომრჩევლების მოსყიდვით არის დაკავებული. ის ჩვენ რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია. ჩემი გატაცება საქართველოდან და აზერბაიჯანში ექსტრადიცია ივანიშვილის დავალებით მოხდა. ახლაც კი მისი დავალებით არ იძიებენ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეს...უკრაინა იბრძვის ჩვენთვის, ყველასთვის. ეს გვიცავს არა მხოლოდ რუსული აგრესიისგან, არამედ პატარა სუტენიორებისგან", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S