Accentnews.ge
"ბორჯომი" იმის მიხედვით იხდის ხელფასს, ვის რა როლი აქვს პროტესტის დროს"

"ბორჯომი" იმის მიხედვით იხდის ხელფასს, ვის რა როლი აქვს პროტესტის დროს"

09/06/2022 13:01:44 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლოჯარია მხარდაჭერას უცხადებს კომპანია "ბორჯომის" გაფიცულ თანამშრომლებს, რომლებიც ზეწოლასა და დაშინების შემთხვევებზე საუბრობენ. ლომჯარია დღეს ბორჯომში ჩავიდა და პროტესტის მონაწილეებს შეხვდა.

"მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა აქვთ დასაქმებულებს დამსაქმებლებთან და თითქოს, ერთი შეხედვით, ეს არის კერძო, სამართლებრივი ურთიერთობა, იმდენად მასშტაბურია ეს, ესება 400-მდე თანამშრომელს, ვფქირობ, რომ უკვე ეხება სახელმწიფოს. მათგან მოვისმინე ისეთი გამოცდილებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც ეკუთვნით შრომის ანაზღაურება, კომპანია უხდის იმის მიხედვით, ვის რა როლი აქვს ამ გაფიცხვაში. საუბრობენ ზეწოლის, დაშინების ფაქტებზე, ამიტომ, მე გამოვუცხადე ჩემი მხარდაჭერა გაფიცულებს. ჩემი მანდატის ფარგლებში ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად შევისწავლოთ სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

"ბორჯომის" ორ ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულებს ხელმძღვანელებთან რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

  • "გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა";
  • "ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება";
  • "ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა";
  • "კოლექტიური შეთანხმების გაფორმება".

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს "Alfa Group", რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ქარხნებიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. კომპანიამ, შექმნილი კრიზისის არგუმენტით, მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ, ძველ ხელშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.

19 მაისს „IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა. 6 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" თანამფლობელი.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, ქარხნის თანამშრომლები აქციებს არ წყვეტენ. გუშინვე „IDS ბორჯომი საქართველოს“ ხელმძღვანელობამ გაფიცულ თანამშრომლებს მიმართა, რომ „მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართულ თანამშრომელების მიმართ აგრესია.“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S