Accentnews.ge
„მომივიდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა შევა რეზლუციაში, ტექსტი სრული კოშმარია „ქართული ოცნებისთვის“

„მომივიდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა შევა რეზლუციაში, ტექსტი სრული კოშმარია „ქართული ოცნებისთვის“

09/06/2022 10:32:19 ევროპა, პოლიტიკა

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრ სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაც შევა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებულ ტექსტში ეს პუნქტი არ ფიქსირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოთხოვნა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ სარეზოლუციო პროექტში არსებობდა. თუმცა სამადაშვილი ამბობს, რომ აღნინული პუნქტი სარეზოლუციო ტექსტს შესწორების სახით დაემატა.

„ახლა მომივიდა ინფორმაცია ბრიუსელიდან, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა შევა რეზლუციაში. იცი, რომ ამაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და შეჯერებულ ტექსტში არ იყო სანქციებზე საუბარი, მაგრამ წარდგინება მოხდა, როგორც შესწორების (ანუ ძირითად ტექსტზე დამატების – შესწორების წარდგიმნება მოხდა) და როგორც ახლა მატყობინებენ ბრიუსელიდან, გავიდა ეს შესწორება და სანქციების ნაწილი ჩაიწერება რეზოლუციაში, რომელსაც დღეს ამტკიცებს პარლამენტი“,– განაცხადა სამადაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

მისი შეფასებით, დღევანდელი რეზოლუცია კოშმარია „ქართული ოცნებისთვის“:

„თუ გუშინდელი დებატების შემდეგ ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდგომარეობა, დღეს ეს „ქართული ოცნების“ სრული კრახია: ყველა პოლიტიკურ ჯგუფში კონსენსუსია, რომ „ქართული ოცნება“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანა დააშორა ევროპულ მომავალს. ამას დაემატა პასუხისმგებლობის დაკისრება არაფორმალური მმართველისთვის. ანუ დღევანდელი რეზოლუცია სრული კოშმარია „ქართული ოცნებისვის“. ამიტომ ვუყურებთ სრულ ისტერიას მათი მხრიდან, რადგან ვერ შეასრულეს თავიანი ამოცანა. ივანიშვილის ამოცანაა, რომ მას არაფერი შეეხოს, ევროპამ კი განაცხადა, რომ „არავინ არაფერს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებაში, მათი პატრონია ივანიშვილი და პასუხი მას უნდა მოეთხოვოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S