Accentnews.ge
ლიეტუვის საელჩოსთან ჰომოფობიურ აქციაზე პოლიციამ მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავა

ლიეტუვის საელჩოსთან ჰომოფობიურ აქციაზე პოლიციამ მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავა

09/06/2022 09:07:42 საზოგადოება

თბილისში, ლიეტუვის საელჩოსთან, სადაც ჰომოფობიური ჯგუფები ელჩ ანდრიუს კალინდრას მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული "ტვიტის" შინაარს აპროტესტებდნენ, პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავა.

ცოტა ხნის წინ დემონსტრანტებმა ადგილზე ლგბტ+ და ევროკავშირის დროშები დახიეს.

6 ივლისს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ ულტრამემარჯვენე ჯგუფების - „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა“ და "ზნეობის" - ოცამდე წევრმა საპროტესტო აქცია გამართა. მათი ერთი მოთხოვნა ქვიარ თემის მიერ 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი "ღირსების კვირეულის" გაუქმება იყო. დემონსტრანტები ასევე ითხოვდნენ, აშშ-ს, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ელჩების საქართველოდან გაძევებას ქვიარ თემის მიმართ გამოთქმული მხარდაჭერის გამო. აქციის მონაწილეებს ხელში ჰომოფობიური შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ.

მოგვიანებით, აქციას საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა გამოეხმაურა:

"მინდა გამოვხატო იმედგაცრუება და დავგმო შეურაცხყოფა ჩემი კოლეგების, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს და ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რათა დაეხმარონ საქართველოს მის გზაზე ევროკავშირისა და ნატო–სკენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S