Accentnews.ge
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

09/06/2022 09:02:44 საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის დანიელ გერლიანი დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი დედა ალა გერლიანი წერს.

„ჩემი შვილის სიცოცხლე შეწყდა, ჩემი დამცველის, ოფიცრის, არაჩვეულებრივი, ნათელი, მართალი ბიჭის, ჩემი დანიელის სიცოცხლე. ის სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა, მშობლიური მიწისთვის ბრძოლას შეეწირა, მოკვდა, რათა ჩვენ გვეცოცხლა“, - წერს ალა გერლიანი.

დანიელ გერლიანი უკრაინის მოქალაქე იყო. ალა გერლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილს 9 ივნისს, კიევში დაკრძალავენ.

როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა დანიელ გერლიანი, ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანიელ გერლიანი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო და ისინი წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდნენ.

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 15 ქართველი დაიღუპა, მათგან ოთხი უკრაინის მოქალაქე იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S