Accentnews.ge
"გერმანიის ეკონომიკას შესაძლოა, არ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია, ისევ იზეიმოს გამარჯვება ბერლინში, თუმცა პოლონეთში ვიცით, რომ ეს შესაძლებელია"

"გერმანიის ეკონომიკას შესაძლოა, არ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია, ისევ იზეიმოს გამარჯვება ბერლინში, თუმცა პოლონეთში ვიცით, რომ ეს შესაძლებელია"

09/06/2022 07:13:25 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, გერმანელი ბიზნესმენების ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში.

მისი თქმით, გერმანული ბიზნესის ნაწილს რუსეთთან საქმიანობის გაგრძელება მაინც სურს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„დიდი ბოდიშის მოხდით, შესაძლოა, გერმანიაში ზოგიერთ ადამიანს ეწყინოს, მაგრამ გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება პოლონეთში. ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ბიზნესის გაგრძელება და ფულის გამომუშავება სურთ. გერმანიის ეკონომიკას შესაძლოა, არ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია, ისევ იზეიმოს გამარჯვება ბერლინში და მოახდინოს გერმანიის ოკუპაცია. ჩვენ, პოლონეთში ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს და ევროპას, რომ რუსეთთან ბიზნესის წარმოება ჩვეულ რეჟიმში არ შეიძლება“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S