
აშშ-მა უკრაინაში ჰაუბიცების კიდევ ერთი პარტია გაგზავნა
09/06/2022 07:10:44 ევროპა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუგზავნა გაუგზავნა ჰაუბიცების (M777) მომდევნო პარტია, როგორც სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად,– იუწყება პენტაგონი.
„ჰაუბიცა M777 იტვირთება აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე, კალიფორნიაში, როგორც აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების ნაწილი უკრაინისთვის“,– იუწყება პენტაგონი.
გამოქვეყნდა თვითმფრინავში ჩატვირთული ერთ-ერთი ჰაუბიცის ფოტო.
მანამდე ნორვეგიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცა 22 M109 თვითმავალი ჰაუბიცა, მათ შორის სათადარიგო ნაწილები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა.
როგორც აშშ-ის ელჩმა თქვა, ვაშინგტონმა კიევს ეკონომიკის გასაძლიერებლად 1 მილიარდი დოლარი უკვე გამოუყო, კიდევ 7,5 მილიარდი დოლარი მოგვიანებით იქნება გამოყოფილი.