
ომის 106–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
09/06/2022 07:00:41 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 31 700 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 9 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 31 700 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1 398 (+5),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 438 (+9),
- საარტილერიო სისტემები - 711 (+8),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 213,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 96,
- თვითმფრინავი - 212,
- ვერტმფრენები - 178,
- გემები / ნავები - 13,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 421 (+15),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 562 (+3),
- სპეციალური აღჭურვილობა - 53,
- საკრუიზო რაკეტა – 125.
როგორც განიმარტა, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი გასული დღე–ღამის განმავლობაში განიცადა ბახმუცკის მიმართულებით.