Accentnews.ge
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწა ჩამოწვა, მოძრაობა აკრძალულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწა ჩამოწვა, მოძრაობა აკრძალულია

09/06/2022 06:37:35 საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწა ჩამოწვა, რის გამოც მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (ახალი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში) ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე", - ნათქვამია საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S