Accentnews.ge
დუდა მაკრონსა და შოლცს აკრიტიკებს: "ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს?"

დუდა მაკრონსა და შოლცს აკრიტიკებს: "ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს?"

09/06/2022 06:11:57 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს.

მისი თქმით, „გაოცებულია მოლაპარაკებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პუტინთან შოლცისა და მაკრონის მიერ".

"ეს საუბრები უსარგებლოა. ისინი [მაკრონი და შოლცი] მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმაციას ახდენენ. ვინმე ელაპარაკებოდა ასე ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმე ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერს სახე უნდა შეენარჩუნებინა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? ასეთი რამ არ მსმენია", - განაცხადა დუდამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევა ქვეყნის მთავრობის მეთაურების მონაწილეობის გარეშე.

„არ შეიძლება ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელსაც უკრაინის მთავრობა არ ეთანხმება“, - დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა რუს კოლეგასთან არაერთი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბოლო პერიოდში მაკრონმა არაერთხელ გაიმეორა, რომ "რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S