Accentnews.ge
"კომუნისტურ რეჟიმს ვებრძოდი და ვგრძნობ, რასაც  ყველა ქართველი გრძნობს, მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი"

"კომუნისტურ რეჟიმს ვებრძოდი და ვგრძნობ, რასაც  ყველა ქართველი გრძნობს, მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი"

08/06/2022 20:16:00 ევროპა, პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მოუწოდებს კოლეგებს, მიუხედავად საქართველოში არსებული პრობლემებისა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, რათა ქვეყანა არ დარჩებს პოსტსაბჭოთა ჭაობში. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუზიის პროექტებისთვის კენჭისყრამდე დებატები მიმდინარეობს. თავად რეზოლუციის პროექტებს კენჭს 8 ივლისს უყრიან.

"ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს. ამ შედეგისთვის წვლილი საქართველოს ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელმა გაიღო. მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც ნიკა გვარამია, დღევანდელი დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა. ისინი ჩვენ მოგვმართავენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრები, მიუხედავად მათი კრიტიკისა ახლანდელი მთავრობის მიმართ, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობას, რათა მიიღონ კანდიდატის სტატუსი და საკუთარი ქვეყნის ისტორიულ საფრთხეს, რათა საქართველო არ დარჩეს პოსტ-საბჭოთა ჭაობში, რათა არ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. შეხედეთ, რა ხდება უკრაიანში. მე ვებრძოდი კომუნისტურ რეჟიმს და ვგრძნობ, რასაც ყველა ქართველი გრძნობს - მე თქვენც მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას",– განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S