Accentnews.ge
კუბიულიუსი: "მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მსხვერპლია"

კუბიულიუსი: "მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მსხვერპლია"

08/06/2022 20:12:00 ევროპა, პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მსხვერპლია. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუზიის პროექტებისთვის კენჭისყრამდე დებატები მიმდინარეობს. თავად რეზოლუციის პროექტებს კენჭს 8 ივლისს უყრიან.

"დღეს ჩვენ განვიხილავთ მედიის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში, ეს პრობლემა მრავალ წუხილს იწვევს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ჩვენი ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს საქართველო იყოს ალიანსის წევრი, მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხალხის სურვილი, საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები - დემოკრატია, მედია თავისუფლება, კანონის უზენაესობა. რაც, პირველ რიგში, მმართველი პარტიის მოქმედებებით განისაზღვრება. სწორედ ამ ნაწილში იწყება ჩვენი წუხილი. მედია თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის მოქმედი და ჩრდილოვანი ლიდერების პოლიტიკის მსხვერპლი, რომლებიც საქართველოში სამართლის პოლიტიზირებას ცდილობენ. რაც სრულიად მიუღებელია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S