Accentnews.ge
„მჯერა, საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“

„მჯერა, საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“

08/06/2022 20:08:20 ევროპა, პოლიტიკა

ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებით, საქართველომ, როგორც ასოცირებულმა და ევორკავშირის კანდიდატობის მსურველმა ქვეყანამ, უნდა დაიცვას ფუნდამენტური პირობები, მათ შორის ადამიანის უფლებები, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში „ჩვენ ვხედავთ მედიის თავისუფლების სერიოზულ შესუტებას, რომელიც უფრო ფართო დემოკრატიული უკუსვლის ნაწილია და რაც ქართველი ხალხის სურვილებსა და ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუზიის პროექტებისთვის კენჭისყრამდე დებატები მიმდინარეობს. თავად რეზოლუციის პროექტებს კენჭს 8 ივლისს უყრიან.

„მჯერა, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სეუვერენულ საქართველოში. ის ასევე ეწინააღმდეგება მათ ევროპულ მისწრაფებებს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად გამოიყენოს ქართული სამართლებრივი ჩარჩო, რათა უზურნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, გააძლიეროს რეფორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთის, დაამთავროს პოლარიზაცია და შეაჩეროს დემოკრატრიული უკუსვლა,“ - განაცხადა ლექსმანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესება იქნება:

„მჯერა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, გამომდინარე მისი დესტრუქციული როლიდან ქართულ პოლტიკასა და ეკონომიკაზე. დასასრულს, ნება მომეცით გავიმეორო, როგორც ქართველი ხალხის მეგობარმა, რომ ჩვენ მშვიდად არ ვუყურებთ როგორ სუსტდება მედია თავისუფლება საქართველოში და როგორ მიდის დემოკრატია უკან, ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S