
გრეგოროვა: "იმედგაცრუებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ჩართულია მედიის დევნაში"
08/06/2022 19:54:03 ევროპა, პოლიტიკა
ევროპარლამენტარ მარგარეტა გრეგოროვას შეფასებით, საქართველოში მედიის მდგომარეობა მძიმეა და იმედის გაცრუებას იწვევს, რომ დევნაში მთავრობაა ჩართული. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუზიის პროექტებისთვის კენჭისყრამდე დებატები მიმდინარეობს. თავად რეზოლუციის პროექტებს კენჭს 8 ივლისს უყრიან.
"ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეობა - თუ გვისმენთ, საქართველოში მედიის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჟურნალისტები არიან ძალადობრივი თავდასხმის, დაშინების, მუქარის მსხვერპლი, მრავალია ჟურნალისტების დევნის შემთხვევები და სისხლის სამართლის გამოძიება მედიის მფლობელების ან მედიაში მომუშავეების წინააღმდეგ, ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები მონაწილეობენ მედიის დევნაში, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენის, ამიტომ შევახსენო საქართველოს მთავრობასა და ხელისუფალს, რომ ქართველი ხალხი მიისწრაფვის ევროპისკენ, რაც მოიცავს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, მათ შორის მედიათავისუფლებას",– განაცხადა ევრო დეპუტატმა.