
აუსტრევიჩუსი: "ჟურნალისტების გაჩუმება და დაპატიმრება ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს"
08/06/2022 19:48:19 ევროპა, პოლიტიკა
ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადბით, ჟურნალისტების გაჩუმება და დაპატიმრება ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუზიის პროექტებისთვის კენჭისყრამდე დებატები მიმდინარეობს. თავად რეზოლუციის პროექტებს კენჭს 8 ივლისს უყრიან.
„თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია გახლავთ განუყოფელი ნაწილი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ჟურნალისტების გაჩუმება, მათი პატიმრობაში მიცემა ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს.
ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური უფლებების დამცველი, გააგრძელებს მედიის თავისუფლების დაცვას საქართველოში, თუ ეს გულისხმობს პოლიტიკის გაკრიტიკებას იმათი, ვინც მართავს ქვეყანას. არ არის დრო მედიის მოღვაწოებაში პოლიტიკის ჩარევის. ევროპარლამენტმა მოითხოვა სახელმწიფო პოლიტიკისა და დამოკიდებულებაში ცვლილება, თბილისისთვის დრო დადგა, გაიგონ, რა დევს ფსონზე საქართველოს მომავლისთვის“,– თქვა ევროპარლამენტარმა.