
გაიდაი: "უკრაინა ახლა სევეროდონეცკის მხოლოდ გარეუბნებს აკონტროლებს"
08/06/2022 19:00:24 ევროპა
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთის მხირიდან თავდასხმების შედეგად სევეროდონეცკიდან უკან დაიხიეს და ახლა მხოლოდ ქალაქის გარეუბნებს აკონტროლებენ.
ლუგანსკის გუბერნატორმა განმარტა, რომ უკრაინის სპეცრაზმის ქალაქში დარჩენას აზრი არ აქვს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტერიტორიის დაბომბვა და საჰაერო თავდასხმები დაიწყო.
"ჩვენი ძალები ქალაქის გარეუბნებს აკონტროლებენ, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება, ჩვენი ჯარისკაცები სევეროდონეცკს იცავენ, შეუძლებელია ითქვას, რომ რუსები ქალაქს სრულად აკონტროლებენ". - თქვა გაიდაიმ.
5 ივნისს სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ უკრაინელებმა სევეროდონეცკის ნახევარზე კონტროლი დაიბრუნეს. მისივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქის 70%-ს აკონტროლებდნენ, თუმცა 2 დღეში მათ უკან დაიხიეს.