
ევროპარლამენტი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს
08/06/2022 18:41:23 ევროპა
438 მომხრე, 65 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს,– იუწყება DW .
კენჭისყრაზე თავი 94-მა დეპუტატმა შეიკავა.
ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, დათანხმდეს, რომ „ვერსალის დეკლარაცია აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებას და მის განაცხადს ევროკავშირის წევრობის შესახებ. ასევე ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, როგორც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის მკაფიო პოლიტიკური სიგნალი“.
უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება 23-24 ივნისს არის მოსალოდნელი.