Accentnews.ge
„საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები გრძელდება“

„საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები გრძელდება“

08/06/2022 17:22:00 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ.

როგორც საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, „განმარტების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები გრძელდება“.

„სატელეფონო ზარის მეშვეობით, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ახლად დაბეჭდილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S