Accentnews.ge
უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო

08/06/2022 17:14:03 ევროპა

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო,– იუწყება პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დუდასთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ანჯეი დუდა ჯერ პორტუგალიაში ჩავა, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრს ანტონიო კოსტას, რის შემდეგაც იტალიაში გაემგზავრება და ქვეყნის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდება.

ბოლოს კი დუდა ბუქარესტს ეწვევა და სამიტს დაესწრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S