Accentnews.ge
ლავროვი:"3+3 ფორმატის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება"

ლავროვი:"3+3 ფორმატის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება"

08/06/2022 16:37:03 მსოფლიო

სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის „3+3“ ფორმატის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი) მეორე შეხვედრა მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში გაიმართება,– ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, თურქეთში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ სამხრეთ კავკასიაში მუშაობა. მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3. პირველი შეხვედრა გავმართეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მათი მოხარული ვიქნებით. უახლოეს მომავალში მზადდება მორიგი შეხვედრა, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მისი ჩატარების შესახებ გამოვაცხადოთ,“– თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) შექმნის აუცილებლობის თაობაზე, რომელსაც ბევრი ექსპერტი რეგიონიდან დასავლეთის განდევნის მცდელობად განიხილავს, გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის, ირანის და რუსეთის ლიდერებმა. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს შედგა. მასზე საქარველო არ იყო წარმოდგენილი, თუმცა გამოფინეს საქართველოს დროშა, რასაც ოფიციალურმა თბილისმა მიუღებელი უწოდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ფორმატთან მიმართებაში.

კონფლიქტოლოგთა ნაწილი ფორმატს „მკვდრადშობილს“ უწოდებს პოტენციურ მონაწლეთა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების გამო.

იხილეთ ასევე: „3+3“–ის ნაცვლად „3+2“: პროვოკაციები პირველივე შეხვედრაზე, რა იქნება შემდეგ?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S