Accentnews.ge
ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

08/06/2022 15:32:15 ევროპა, პოლიტიკა

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.

როგორც ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, „ეს მხარს დაუჭერს ლოჯისტიკას, კიბერთავდაცვას, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს“.

„ჩვენ ამ ზომებს ივნისში წარვადგენთ და მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება“, – განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მან სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ამ გაუმართლებელმა აგრესიულმა ომმა შეცვალა უსაფრთხოების ლანდშაფტი ევროპაში და ევროკავშირისთვის გამაღვიძებელი ზარია.

"ეს არის თავდასხმა ევროპასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროზე. რუსეთი ცდილობს, დაახრჩოს უკრაინის ეკონომიკა ხანგრძლივი ომის და შავი ზღვის ბლოკადის გზით. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უპრეცედენტოა, ყველა ინსტრუმენტის მობილიზება: პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული და ეს გაგრძელდება. ჩვენ ასევე მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ მხარდაჭერა მოლდოვას მიმართ, რომელიც უკრაინის ყველაზე დაზარალებული მეზობელია. მივაღწიეთ, რომ რუსეთი საერთაშორისო ფორუმზე იზოლირებულიყო. ეკონომიკურად, ჩვენ ვუპასუხეთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ევროკავშირის ისტორიაში სანქციების უდიდესი პაკეტით“.

მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებით და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში:

„ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ომის მოსაგებად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, სტრატეგიული კომპასი აშკარად ხაზს უსვამს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S