იერუსალიმში, ისრაელის საგარეო უწყების სათაო ოფისში პრაიდის თვის აღსანიშნავად ცისარტყელის დროშა აღმართეს
08/06/2022 15:18:05 მსოფლიო
იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათაო ოფისში პრაიდ თვის აღსანიშნავად ცისარტყელის დროშა აღმართეს.
„საამაყო მომენტი, როდესაც იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათაო ოფისში, მინისტრის მოადგილე იდან როლი აღმართავს ცისარტყელას დროშას პრაიდ თვის აღსანიშნავად“,– წერს სოციალურ ქსელში საქართველოში ისრაელის საელჩო.
ისრაელი ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთის ყველაზე პროგრესულ ქვეყანად მიიჩნევა. მიუხედავად ადგილობრივი საზოგადოების ნაწილში ტრადიციული, მათ შორის, რელიგიური მსოფლმხედველობის გავლენისა, თელ-ავივ-იაფაში ყოველწლიურად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პრაიდი იმართება, რომელსაც ასიათასობით ადამიანი ესწრება.


