
ბორელი: "უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს"
08/06/2022 14:49:51 ევროპა, პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას.
„ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ომის მოსაგებად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას,“- აღნიშნა ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.