რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ პროექტი წარადგინეს
08/06/2022 13:03:00 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ევგენი ფედოროვმა კოლეგებს შესთავაზა, გააუქმონ სსრკ-ის დროინდელი დადგენილება ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
როგორც რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება "РИА Новости" წერს, დეპუტატმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შესაბამისი პროექტიც წარუდგინა.
ლიტვის სსრკ-დან გასვლის პროცესი მტკივნეული იყო და თან ახლდა მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი, რადგან საბჭოთა ჯარები ცდილობდნენ, ჩაეხშოთ დამოუკიდებლობისკენ მოძრაობა.
როდესაც უშულოდ რუსეთში შეიქმნა შიდა პრობლემები და ვითარება კრიტიკულად გამწვავდა აგვისტოს პუტჩის შემდეგ, 1991 წლის 6 სექტემბერს, სსრკ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.
ლიეტუვა მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველაზე მკაცრ სანქციებს. ასევე უჭერს მხარს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაში და უწევს სამხედრო მხარდაჭერას რუსეთთან დაპირისპირებაში.
ლიეტუვა ასევე გამოვიდა შეთავაზებით, შეიქმნას საზღვაო კოალიცია რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის.


