
ბერლინში მანქანა ხალხის მასაში შევარდა, არის მსხვერპლი
08/06/2022 10:39:41 ევროპა
ბერლინში მანქანა ხალხის მასაში შევარდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა, – იტყობინება რადიო RBB.
ინციდენტი დასავლეთ ბერლინში, შარლოტენბურგის რაიონში, ხალხით დატვირთულ Rankestrasse-ზე მოხდა.
ბერლინის პოლიციამ განზრახ მოქმედება არ გამორიცხა. ამჟამად გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს.
პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ მძღოლი დაკავებულია.
იმავე ქუჩაზე 2016 წლის ბოლოს მოხდა ტერორისტული თავდასხმა - საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა პოლონური სარეგისტრაციო ნომრებით შევარდა ხალხის მასაში. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაშავდა.