
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "ლავროვთან შეხვედრის მთავარი თემა სწორედ დეოკუპაციის საკითხი იყო"
30/09/2019 11:26:34 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრის "მთავარი თემა დეოკუპაციის საკითხი იყო".
ხათუნა თოთლაძის განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი შვეიცარია იყო. მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა ის მტკივნეული საკითხი განიხილეს, რომელიც დღის წესრიგში მუდმივად დგას.
ცნობისთვის: ნიუ–იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. როგორც ქართული, ისე შვეიცარიული მხარის განცხადებით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. თუმცა საპირისპიროს ირწმუნება, რუსული მედიის ცნობით, ლავროვი, რომელიც აცხადებს, რომ შეხვედრა ქართული მხარის თხოვნით შედგა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა. იხილეთ ასევე: რას მოასწავებს რუსეთთან ურთიერთობების მოულოდნელი «დათბობა»?