Accentnews.ge
ომის 105–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 105–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

08/06/2022 08:59:08 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 31500 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 8 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 31500 (+140 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1393 (+3),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3429 (+13),
  • საარტილერიო სისტემები - 703 (+9),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 213 (+6),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 96,
  • თვითმფრინავი - 212,
  • ვერტმფრენები - 178 (+1),
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2406 (+1),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 559 (+6),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 53,
  • საკრუიზო რაკეტა – 125.

როგორც განიმარტა, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი გასული დღე–ღამის განმავლობაში განიცადა სლავიანსკის მიმართულებით.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინა სევეროდონეცკზე შეტავს იგერიებს და პარალელურად, ხერსონის ოლქში წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს.

"რუსეთი სევეროდონეცკზე თავდასხმის მცდელობებს სამი მხრიდან აგრძელებს, თუმცა უკრაინის თავდაცვა აკავებს მათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კონცენტრირებულია დონბასის ცენტრალურ სექტორზე, ის თავის ფლანგზე კვლავ თავდაცვაზე რჩება. უკრაინულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას კონტრშეტევებით ხერსონის ოლქში, მათ შორის დაიბრუნეს საყრდენი პუნქტი მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე", – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S