Accentnews.ge
ირანში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა

08/06/2022 08:01:05 მსოფლიო

ირანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით პირი დაშავდა.

შემთხვევა ქალაქ ტაბასამდე 50 კილომეტრის მანძილზე არსებულ რკინიგზაზე მოხდა, რომელიც ქალაქს, ცენტრალურ ქალაქ იეზდთან აკავშირებს.

მატარებელს 350-მდე მგზავრი გადაჰყავდა.

რელსებიდან გადასვლის მიზეზი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა.

ადგილზე მდიკოსები, მაშველები და სამართალდამცეველები მუშაობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S