Accentnews.ge
ჩავუშოღლუ არ გამორიცხავს, რომ ეგეოსის კუნძულების სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

ჩავუშოღლუ არ გამორიცხავს, რომ ეგეოსის კუნძულების სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

08/06/2022 07:00:57 მსოფლიო

თურქეთი საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულების მილიტარიზაციაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

თურქეთის მხარის მტკიცებით, ამ კუნძულების მილიტარიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევაა.

"კუნძულების სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თუ [საბერძნეთი] დარღვევებს არ დაასრულებს", – თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, საბერძნეთს აღმოსავლეთ ეგეოსის, რომელიც ათენსა და ანკარას შორის დავის ერთ-ერთი მიზეზია, გადაეცა 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებისა და 1947 წლის პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, იმ პირობით, რომ კუნძულები დემილიტარიზებული დარჩებოდა:

"კუნძულების ეს სტატუსი საბერძნეთმა დაარღვია".

ამასთან, ჩავუშოღლუ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა დაბლოკა. ჩავუშოღლუს თქმით, ეს ნაბიჯი NATO-ს ალიანსის ერთიანობასთან წინააღმდეგობაშია.

გასულ თვეში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ის აღარასდროს დათანხმდებოდა საბერძნეთის პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S