Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა - უკრაინა სევეროდონეცკზე შეტავს იგერიებს და პარალელურად,ხერსონის ოლქში წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს

ბრიტანული დაზვერვა - უკრაინა სევეროდონეცკზე შეტავს იგერიებს და პარალელურად,ხერსონის ოლქში წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს

08/06/2022 06:45:17 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინა სევეროდონეცკზე შეტავს იგერიებს და პარალელურად, ხერსონის ოლქში წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს.

"რუსეთი სევეროდონეცკზე თავდასხმის მცდელობებს სამი მხრიდან აგრძელებს, თუმცა უკრაინის თავდაცვა აკავებს მათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კონცენტრირებულია დონბასის ცენტრალურ სექტორზე, ის თავის ფლანგზე კვლავ თავდაცვაზე რჩება. უკრაინულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას კონტრშეტევებით ხერსონის ოლქში, მათ შორის დაიბრუნეს საყრდენი პუნქტი მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე", – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S