Accentnews.ge
"უკრაინაში ამოქმედდება "მწამებელთა წიგნი"

"უკრაინაში ამოქმედდება "მწამებელთა წიგნი"

08/06/2022 06:37:56 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ამოქმედდება "მწამებელთა წიგნი", რომელშიც დოკუმენტირებული იქნება ომის დამნაშავეები და კრიმინალები რუსული არმიიდან.

"ეს არის კონკრეტული ფაქტები კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც არიან დამნაშავეები უკრაინელების მიმართ ძალადობრივ დანაშაულებში. და ასეთი "მწამებელთა წიგნი" არის ერთ-ერთი საფუძველი არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო ჩამდენთა - საოკუპაციო ჯარის ჯარისკაცების, არამედ მათი მეთაურების პასუხისმგებლობისა, ვინც ბრძანებებს იძლეოდა. მათ, ვინც შესაძლებელი გახადა ყველაფერი, რაც გააკეთეს უკრაინაში. ბუჩაში, მარიუპოლში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა თემში, სადაც მათ მიაღწიეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S