
ნორვეგიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა
08/06/2022 06:37:43 ევროპა
ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა. ასევე, სათადარიგო ნაწილები, საბრძოლო მასალა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა,- იუწყება "როიტერი" ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
"ნორვეგიის მთავრობამ უსაფრთხოების მიზნით, იარაღის გადაცემაზე წინასწარ საჯაროდ არ განაცხადა. შესაძლოა, მომავალში სამხედრო დახმარებაზე წინასწარ კომენტარი ან ანონსი არ გაკეთდეს". - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე ნორვეგიამ უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $43.7 მილიონს (400 მილიონ კრონს) გამოყო. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის იარაღის შეძენის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
აპრილის ბოლოს, ნორვეგიამ უკრაინას მისტრალის ტიპის საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადასცა. ამასთან, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, ნორვეგია უკრაინას ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით დაეხმარა და ჯამში 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გადასცა.
რუსეთ-უკრაინის ომამდე, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ნორვეგია NATO-ს არაწევრ ქვეყანას საბრძოლველად იარაღს არ აძლევდა.