ელჩი: "უკრაინას ისრაელისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათის" შეძენა სურს"
08/06/2022 06:00:17 მსოფლიო
ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენ კორნიიჩუკი ამბობს, რომ უკრაინას ისრაელისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათის" შეძენა სურს.
მისი თქმით, აშშ ამ გარიგებაში არ ჩაერევა.
"გასულ კვირას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამერიკელებმა გერმანიიდან უკრაინაში ანტიბალისტიური რაკეტების გადაცემის ნებართვა გასცეს, ისრაელმა ამაზე უარი თქვა", - ამბობს ელჩი.
როგორც მან აღნიშნა, ისრაელი უკრაინის ომზე ორიენტირებული აღარაა და ადგილობრივი მედიასაშუალებებიც აღარ აშუქებენ ამ საკითხს.
ელჩი თვლის, რომ ეს ომის მიმართ ისრაელის ხელისუფლების უკმაყოფილების გამოხატულებაა და მათთვის მიმდინარე პროცესის უკანა ფლანგზე გადაწევა კომფორტულია.
"მე მსურს, რომ ისრაელის ხელისუფლება გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და დაუბრუნდეს რეალობას. ჩვენ გვჭირდება ისრაელის დახმარება, ვგულისხმობ სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას. ჩვენ გვჭირდება რკინის გუმბათი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ჩვენი მშვიდობიანი ქალები და ბავშვები ჩვენს ტერიტორიაზე რუსული რაკეტებისგან", - განაცხადა ელჩმა.


